გორის უნივერსიტეტის რექტორისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გიორგი სოსიაშვილის კრებული “ოთხი მოთხრობა” წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოების ნომინაციაში “საბა” 2021 წლის ფინალშია.
“ცარილე სახლს, უფროსწორად ნასახლარს, როდის იყო მერცხლები უბრუნდებოდნენ”, – ესაა ამონარიდი კრებულიდან, რომელიც წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციის ფინალისტია.
“საბა” სხვადასხვა ნომინაციებში ავტორებს ყოველწლიურად აჯილდოებს. გიორგი სოსიაშვილის ნაწარმოებთან ერთად, ამავე ნომინაციის ფინალისტია ალეკო შუღლაძის “ლაბირინთი მანუელისთვის” და რუსუდან რუხაძის “სიყვარულის წონა”.
დატოვეთ კომენტარი