ახალი ამბები

იგორ კოჩიევი: მამუკა ჩხიკვაძის მიმართ არანაირი ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა 

დეფაქტო სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი IPRM ფორმატში,ლ იგორ კოჩიევი საინფორმაციო სააენტოსთან “ეხო კავკაზა” ინტრევიუში ამბობს, რომ ცხინვალის იზოლატორში მყოფ მამუკა ჩხიკვაძის მიმართ ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა და გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. 

კოჩიევის თქმით, ვიდრე არ დადგინდება “ჩხიკვაძის მიერ საზღვრის კვეთის მიზანი, მის გასამართლების საკითხი არ დადგება”. შესაბამისად მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. .

” მასზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. ამასთან, არის ინფორმაცია, რომ დაკავების დროს ის ყვიროდა ნაციონალისტური ლოზუნგებით, მესაზღვრეებს დამპყრობლებს უწოდებდა. როგორც მივხვდი, წინააღმდეგობა არ გაუწევია, მაგრამ არც ისე ადეკვატურად მოიქცა”, – ამბობს კოჩიევი. 

დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, მამუკა ჩხიკვაძემ “კარგად იცოდა, რომ საზღვარს არღვევდა” და ასევე თავადვე თქვა, რომ ყოფილი სამხედროა. 

“არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა ის ყოფილი სამხედრო. თუ მას სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რაიმე დანაშაული არ ჩაუდენია, ამის საფუძველზე დევნის საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა კოჩიევმა. 

ინფორმაციისთვის, მამუკა ჩხიკვაძე ზემო ნიქოზის მიმდებარედ, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის დააკავეს. მეექვსე დღეა მისი მდგომარეობის  შესახებ ოფიციალურ უწყებებს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ჩხიკვაძის ახლობლების ინფორმაციით, ის ნაცემია და საოკუპაციო რეჟიმი მის მიმართ “მძიმე ბრალდების შეთხზვას აპირებს”.

დატოვეთ კომენტარი