ახალი ამბები

ჯირკველიშვილი: ახალი წლიდან დავიწყებთ დაჯარიმების სისტემის ამოქმედებას 

” ბუნებრვია, ადამიანების ნაწილი არის ისეთებიც, შეიძლება ითქვას ურჩი მგზავრები, რომლებიც არ იხდიან მგზავრობის საფასურს. მათი დაჯარიმება და ამ სისტემის დანერგვა არის საჭირო”, – განაცხადა ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა, საკრებულოს სხდომაზე სააგენტოს ანგარიშის მოსმენისას. 

ჯირკველიშვილის თქმით, მომავალი წლიდან იგეგმება დაჯარიმების სისტემის ამოქმედება. 

“მე მაქვს ყველა წინაპირობა იმის სათქმელად, რომ ახალი წლიდან დაიწყება ეს პროცესი. ნაწილი აპარატურისა შეძენილია, რომ დამტკიცდება ჩვენი ბიუჯეტი, შევიძენთ აპარატების დანარჩენს ნაწილსაც და ფაქტიურად 99 % -ით, თუ რაიმე ობიექტური პრობლემა არ შეგვექმნა, დავიწყებთ ჯარიმის სისტემის ამოქმედებას”, -განაცხადა ჯირკველიშვილმა. 

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ საკრებულოს ანგარიში წარუდგინა. დეპუტატების უმრავლესობამ სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა. 

დატოვეთ კომენტარი