ახალი ამბები

ტინისხიდში ოფროუდ სპრინტის გორის ეტაპი გაიმართა

ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მრბოლელები, სოფელ ტინისხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორედ მოეწყო.

სპორტის ექსტრემალურ სახეობაში გამარჯვებისთვის 30-მდე მონაწილე იბრძოდა. მათ შორის იყო ხუთი უცხოური ეკიპაჟი.

“გამარჯვებულებს სხვადასხვა ფულადი ჯილდოები, სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. ორგანიზატორების განცხადებით, ოფროუდ სპრინტში საქართველოში დღემდე ჩატარებული არცერთი საერთაშორისო შეჯიბრება არ ყოფილა ასეთი წარმომადგენლობითი” , – ინფორმაციას მერია ავრცელებს.

ღონისძიება საქართველოსა და შიდა ქართლის ოფროუდის ფედერაციებისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. მისი მიზანი საავტომობილო ექსტრემალური სპორტის პოპულარიზაცია იყო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები