ახალი ამბები

პოლონური კულტურის პოპულარიზაციისთვის “ქართლოსი” ახალ პროექტს იწყებს

მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” მეტროპოლიტენის განვითარების ინსტიტუტთან ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში იწყებს ახალი პროექტის “პოლონური კულტურა ესალმება საქართველოს” განხორციელებას რომლის მიზანია, პოლონური კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში.

“საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა ღრმავდება პოლიტიკური თუ ეკონომიკური მიმართულებით და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კულტურათაშორისი თანამშრომლობაც. აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმართება სემინარების სერია ექსპერტების მონაწილეობით, ასევე ღია ფორმატის ონლაინ ტრენინგები, სადაც მონაწილეებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაეცნონ პოლონეთის კულტურის მრავალფეროვან ასპექტებს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

შეხვედრა პარასკევს, 26 ნოემბერს 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის მოწვეული სტუმარია: მწერალი ვოიცეხ გურეცკი რომელიც ისაუბრებს კულტურული დიპლომატიის შესახებ.

შეხვედრა გაიმართება პოლონურ ენაზე, თარგმანი განხორციელდება სინქრონულად ქართულ ენაზე. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ და შეავსონ ბმული. shorturl.at/ahxN8

შეხვედრა ონლაინ პლატფორმაში zoom გაიმართება https://us02web.zoom.us/j/85878795865 Meeting ID: 858 7879 5865

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.