ახალი ამბები

ენმ გორის მერიას ზეღდულეთში სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გორელი წევრები ადგილობრივ ხელისუფლებას ზეღდულეთში, ადგილობრივი მოსახლეობასა და კერძო მესაკუთრეს შორის არსებულ უთანხმოებაში ჩართვას სთხოვს. 

ზეღდულეთში მცხოვრები მოქალაქეები საძოვრების გაყიდვას აპროტესტებენ. რამდენიმე დღის წინ აქციაც გამართეს. 

ენმ – ს ინფორმაციით ადგილობრივ მოსახლეობასა და მიწის კერძო მესაკუთრეს შორის დაძაბული ურთიერთობაა. 

“ჩვენი მცდელობის მიუხედავად,პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა და დღეს ზეღდულეთში კვლავ საპროტესტო აქცია იმართება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გთავაზობთ:

შეიქმნას სამუშაო ჯგუფი ადგილობრივი მოსახლეობის, მიწის ამჟამინდელი მფლობელის, ჩვენი და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით.

სამუშაო ჯგუფმა იმუშაოს გამოსავლის გზებზე, რაც მარტივად მოსაძებნია პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში”, – ნათქვამია ენმ-ს მიერ გავრცელებულ მიმართვაში. 

დატოვეთ კომენტარი