ახალი ამბები

მოგვხედეთ! ჰოსპიტალში სრული ქაოსია – მოქალაქეები ყურადღებას ითხოვენ 

გორში, სამხედრო ჰოსპიტალში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს რიგში დგომა და საათობით ლოდინი უწევთ. რადიო “მოზაიკას” ჟურნალისტის ინფორმაციით, მედპერსონალი პაციენტების დროულ მომსახურებას ვეღარ ახერხებს. 

“სრული ქაოსია სამხედრო ჰოსპიტალში! კოვიდინფიცირებულებს უშველებელ რიგში გვიწევს საათობით დგომა, რაიონებიდან არის ჩამოსული ხალხი და ვერც მოუწევთ დღეს ანალიზების აღება, პასუხისმგებელი პირები კი არ ჩანან, ათობით სამხედრო მოძრაობს ჰოსპიტალში მას შემდეგ, რაც სააკაშვილი გადმოიყვანეს და ამ დროს, ასობით კოვიდპაციენტებისთვის ერთ პატარა ხუხულაში ორი რეგისტრატორი მუშაობს და ნამდვილად ვერ აუდიან თავიანთ საქმეს: ინფიცირებული ქალები, ბავშვები და მოხუცები ბედის ანაბარა არიან დატოვებულები! მოგვხედეთ!”, – წერს გიორგი დვალიშვილი. 

სამხედრო პოსპიტალში აცხადებენ, რომ მოქალაქეების მომსახურება შეუფერხებლად მიმდინარეობს და პაციენტებს ლოდინი გაზრდილი მიმართვიანობის გამო უწევთ. 

დატოვეთ კომენტარი