ახალი ამბები

მეუფე ანდრიას კორონავირუსი დაუდასტურდა 

გორისა და ატენის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ეპარქიის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომაროება სტაბილურია. 

“თავს ნორმალურად გრძნობს, სტაბილურადაა. ამჟამად იზოლაციაშია და მკურნალობას ეპარქიის რეზიდენციაში გადის”, – განაცხადეს ეპარქიაში. 

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა ატენის დედათა მონასტრის მორჩილი დომნა მაისურაძე, 21 ნოემბერს კი ატენის დედათ მონასტრის მონაზონი დედა თემესტია. 

დატოვეთ კომენტარი