ახალი ამბები

გორში, 100%-ინი გრანტის მქონე სტუდენტებს მერმა 500 ლარიანი ჯილდო გადასცა

500 ლარიანი ვაუჩერები გადასცა სტუდენტებს გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. საუბარია იმ სტუდენტებზე, რომლებმაც 2021 წლის ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტები მოიპოვეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განმარტებით, პროგრამა წარმატებული აბიტურიენტების წახალისებასა და მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად.

“შეხვედრა მქონდა იმ ახალგაზრდებთან, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვეს. გადაეცათ ფულდი ჯილდოები. რა თქმა უნდა ეს მათთვის მოტივაციის მიმცემია და წავახალისეთ ამ მხრივ. ჩვენთვის ძალიან საამაყოა და ყოველთვის შევუწყობთ ხელს მსგავს ღონისძიებებს და წახალისებებს”, – აღნიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.