ახალი ამბები

გორის ხელბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობს

გორელმა ხელბურთელმა გოგონებმა წარმატებით დაიწყეს საქართველოს ასაკობრივი პირველობა, რომელშიც 19 ნოემბრიდან ჩაებნენ. 2008-2009 წწ დაბადებულებს შორის მიმდინარე შეჯირებაზე სულ 14 გუნდი მონაწილეობს.

გორელმა ხელბურთელებმა, მწვრთნელის ლაშა მოციქულაშვილის ხელმძღვანელობით პირველი ტურის მატჩში 6:4 სძლიეს აჭარის გუნდს.

„მიხარია, რომ ჩვენმა გუნდმა გამარჯვებით დაიწყო საქართველოს პირველობაზე ასპარეზობა. მეტოქე ძლიერი იყო, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლეთ და შევძელით მათი დამარცხება. გვინდა ყველა შეხვედრაში მაქსიმუმი გავიღოთ გამარჯვებების მოსაპოვებლად. ახალი დაწყებული ჩემპიონატია პირველად ტარდება წელს. 13-14 გუნდია და თითქმის ყველა გუნდთან მოგვიწევს შეხვედრა, – ამბობს მოციქულაშვილი

მეორე შეხვედრას გუნდი 16-17 დეკემბერს გამართავს.

“ერთი წელიც არაა რაც ეს გუნდი დაკომპლექტდა. მეცადინეობის მსურველთა რაოდენობა იზრდება, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტის სოფლებიდანაც ჩამოდიან გოგონები. ვარჯიშები, ნაყოფიერია და გუნდიც ბრძოლისუნარიანი შეიკრა. მომდევნო ტური, 16-17 დეკემბერსაა დაგეგმილი და ჩვენ ისევ გამარჯვებისათვის ბრძოლა გვაქვს მიზნად დასახული“ – თქვა ლაშა მოციქულაშვილმა.

გორის გოგონათა ხელბურთის გუნდის შემადგერნლობა: ნატალი გაზაშვილი, ანანო გასიტაშვილი, თეკლა ჯანეზაშვილი, ირინოლა ელბაქიძე, ანა ოქროპირიძე, მარიამ ერისთავი, ნატალია ბიწაძე, ანამარია ბიწაძე, მარიამ ბოლოთაშვილი, ანა ბოლოთაშვილი, მარიამ მაისურაძე, ნინო ლაცაბიძე, მარიამ მთვარაძე, ნინო თვალიაშვილი, ლიზა სახვაძე, ნანიკო მარტიროსოვი.

ლშა მოციქულაშვილის თქმით, თუ გოგონებს ხელშეწყობა ექნებათ რამოდენიმე წელში მნიშვნელოვან შედეგებსაც მოიპოვებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.