ახალი ამბები

კორონავირუსის გამო, გორში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე კიდევ 2 სკოლა გადავიდა

გორის მუნიციპალიტეტში დისტანციურ სწავლებაზე კიდევ 2 სკოლა გადავიდა. კორონავირუსის შემთხვევები მე-5 და მე-9 სკოლებში დადასტურდა. ინფიცირებულთა შორის არიან, როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები. ამ დროისთვის გორში, დისტანციური სწავლების პროცესში სულ 10 სკოლაა ჩართული.

“სრულად დისტანციურზე გადავიდა კიდევ ორი სკოლა- მე – 5 და მე – 9. 1- ლ სკოლაში – საბაზო და საშუალო საფეხური. ამ დროისთვის სრულად დისტანციურ სწავლებაზე გორის მუნიციპალიტეტში 10 სკოლაა გადასული”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.