ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 52 953 000 ლარითაა წარმოდგენილი 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. 

მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მიხედვით, 2022 წლის ბიუჯეტი 52 953 000 ლარს შეადგენს.

დოკუმენტზე საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც 17 ნოემბერს გაიმართება. 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა დოკუმენტს უკან დაუბრუნებს მერს. მერია კი, ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა კვლავ წარუდგენს წარმომადგენლობით ორგანოს განსახილველად.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.