ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის ახალ საკრებულოში თავმჯდომარეს 3 მოადგილე ეყოლება

გორის მუნიციპალიტეტის ახალი საკრებულოს თავმჯდომარეს 3 მოადგილე ეყოლება. აქამდე 40 წევრისგან შემდგარ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში ხელმძღვანელს 2 მოადგილე ჰყავდა. ამჟამად კი 36 დეპუტატიან საკრებულოში ხელფასს 1 – ით მეტი მოადგილე მიიღებს. ანაზღაურება 2500 ლარიდან შესაძლოა 3000 ლარამდე გაიზარდოს. ცვლილებებზე საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მხოლოდ საკრებულოს თავმდჯომარის 3 მოადგილის ხელფასებში თვეში მინიმუმ 7500 ლარი, წელიწადში კი 90 000 ლარი დაიხარჯება.

“ახალი მიზნები დაისახა, საკრებულოები დარგობრივ მუშაობაზე გადავდივართ და თავმჯდომარის მოადგილეების დატვირთვაც გაიზრდება. საკრებულო ბევრად აქტიური იქნება. ამჟამად, საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 3200 ლარია, მოადგილეებს კი 2500-2500 ლარი აქვთ. არის საუბარი, რომ ხელფასები 10-20%-ით გაიზრდება. ეს ცვლილებები ბიუჯეტის მიხედვით განხორციელდება. ვნახოთ, რის საშუალებასაც მომგვცემს ფინანსური დოკუმენტი”, – აცხადებს მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.