ახალი ამბები

გორის მერია სახელმწიფო დროშების შესაძენად 10 000 ლარამდე დახარჯავს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო დროშების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ 60 დროშის შესაძენად 10 000 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დროშა უნდა იყოს გარე მოხმარების, პერიმეტრზე ორგვირისტიანი შემოკერვით, დროშის მარცხენა მხრიდან ვერტიკალურურად მიკერებული მყარი ზონარით, მთელ სიგრძეზე კაუჭებისთვის განკუთვნილი მიკერებული სამაგრით, ქარგამძლე, არ უნდა გახუნდეს და არ უნდა ჩამოირეცხოს.

ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ დროშების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღეში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.