ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი იზოლატორიდან “გორმედში” გადაიყვანეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გოგა ონიანი, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, “გორმედში” გადაიყვანეს. ონიანთან იმყოფებოდა მისი უფლებადამცველი, რომელმაც აღნიშნა, რომ პოლიტიკოსს არასტაბილური სტენოკარდია აქვს. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაცია ონიანის მდგომარეობაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს. ინფორმაციის მიღება ვერც ენმ-ის წევრებმა შეძლეს.

ინფორმაციისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გოგა ონიანი გუშინ, გვიან ღამით, საავადმყოფოში გულის შეტევის ნიშნებით გადაიყვანეს. დაკავების შემდეგ, იზოლატორში წაყვანის დროს ის ცუდად გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.