ახალი ამბები

ადვოკატს გორში დაკავებულ აქტივისტებთან არ უშვებენ 

გორში დაკავებულ პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლება” აქტივისტებთან უფლებადამცველს არ უშვებენ. 

ბადრი გრიგალაშვილისა და ზურაბ ხომერიკის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ალექსი მერებაშვილი იცავს. მის განცხადებით, მას ამ დრომდე არ აძლევენ დაკავებულებთან შეხვედრის უფლებას.  

” ჯერჯერობით, არ მაქვს საშუალება შევიდე და მოვინახულო დაკავებულები. ერთ საათზე მეტია მოსული ვარ, მოტანილი მაქვს ორდერები, სრულიად უმიზეზოდ არ მიშვებენ მათთან.ირღვევა დაკავებულთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები”, -ამბობს ალექსი მერებაშვილი.  

მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ მან მიმართა  შსს-ს გენერალურ ინსპექციას  და სახალხო დამცველს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.