ახალი ამბები

გორის მერიის თანამშრომელი სააკაშვილის მხარდამჭერ ახალგაზრდებს მეგობრებიდან წაშლას სთხოვს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ახალგაზრდებს მეგობრებიდან წაშლას სთხოვს და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

“ჩემი, პატარა მეგობრების პოსტებს ვაწყდები მიშასთან დაკავშირებით და ვცდილობ თავი შევიკაო პასუხისგან თან, სათითაოდ აუხსნა რა და როგორ. ამის, არც დრო მაქვს და არც ნერვები ამიტო, ეხლა დავწერ და თუ ვერ გაიაზრებენ და არაპირდაპირ შეურაცხყოფას არ მოეშვებიან, ოდნავი პატივისცემა გამოიჩინონ და წამშალონ მეგობრებიდან. მოკლედ: როცა ტაშს უკრავ მიშას, შენ მხარს უჭერ წამებას ციხეებში, რეკეტს ბიზნესში, ქუჩებში ახალგაზრდების ხოცვას, 7 ნოემბერს, 26 ივნისს, 8 აგვისტოს მიტოვებულ და გადაცემულ ტერიტორიებს…ნუ იტყუებით და ნუ გჯერათ ტყუილების, გაიზრდებით და მიხვდებით სად მარხია ძაღლის თავი. მალე, ყველაფერი დამთავრდება და მერე, მერე შეგრცხვებათ, რაც ძალიან არ მინდა ასე იყოს. მე, ჩემად წარმატებებს გისურვებთ და რეალურ, კანონიერ ქვეყანაში ცხოვრებას და არა ფეიკრბით გაჯერებულ სამყაროში. მოიხსენით სათვალე, რომელიც ბოროტებად გაქცევთ” , –  წერს დიმიტრი გოგიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.