ახალი ამბები

გორში “გირჩის” აქციაზე 2 პირი დააკავეს – შსს ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს

გორში პარტიის “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” აქციაზე 2 პირი დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული ზურაბ ხომერიკია, რომელიც აქცია-პერფორმანსს იღებდა.

“კამერისგან რა გინდათ, ვიღებ, ხელი გაუშვით ტელეფონს” , – როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ხომერიკი სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ტელეფონით კადრებს იღებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ, შესაბამისად, უცნობია სად ჰყავთ გადაყვანილი დაკავებულები და რომელი მუხლის დარღვევას ედავება მათ უწყება.

გარდა ხომერიკისა, პოლიციამ დააკავა ბადრი გრიგალაშვილიც, რომელმაც პერფორმანსის ფარგლებში კომბინატის დასახლებაში, პოლიციის შესასვლელი ავტომობილით გადაკეტა.

“გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ითხოვს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ამასთან ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

დატოვეთ კომენტარი