გორში დაკავებულ პარტიის “გირჩი-მეტი თავისუფლება” აქტივისტებთან უფლებადამცველს არ უშვებენ.
ბადრი გრიგალაშვილისა და ზურაბ ხომერიკის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ალექსი მერებაშვილი იცავს. მის განცხადებით, მას ამ დრომდე არ აძლევენ დაკავებულებთან შეხვედრის უფლებას.
” ჯერჯერობით, არ მაქვს საშუალება შევიდე და მოვინახულო დაკავებულები. ერთ საათზე მეტია მოსული ვარ, მოტანილი მაქვს ორდერები, სრულიად უმიზეზოდ არ მიშვებენ მათთან.ირღვევა დაკავებულთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები”, -ამბობს ალექსი მერებაშვილი.
მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ მან მიმართა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და სახალხო დამცველს.
დატოვეთ კომენტარი