ახალი ამბები

საპროტესტო აქციისას დაკავებულ სამ პირს გორის იზოლატორში ადვოკატი ხვდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან საპროტესტო აქციაზე დაკავებული ბესო გაზდელიანი, დავით ტყებუჩავა და ირაკლი კვარაცხელია გორის პოლიციის დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

დაკავებულებთან ადვოკატი იმყოფება. უფლებადამცველი ამბობს, რომ ისინი უკანონოდ დააკავეს.

ლიკა ტურაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს დაკავებისას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

“არც ერთის შემთხვევაში დაკავებისას ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ეს ადამიანები აპროტესტებენ უსამართლობას. მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ნუღარ გაამწვავებენ სიტუაციას. ერთის დაკავების ნაცვლად, ათი გამოვა, ათის ნაცვლად, ასი გამოვა და ყველანი რთულ და გამოუვალ ვითარებაში აღმოვჩნდებით. ახლა შევდივარ, რომ დავაზუსტოთ დეტალები, შევხვდები დაკავებულებს“, – ამბობს ადვოკატი ლიკა ტურაშვილი.

ინფორმაციისთვის, ირაკლი კვარაცხელიას, დავით ტყებუჩავას და ბესო გაზდელიანს ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.