ახალი ამბები

კორონავირუსის დადასტურების გამო სოფელ რეხაში საბავშვო ბაღმა მუშაობა შეწყვიტა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში, კორონავირუსი საბავშვო ბაღის დამლაგებელს დაუდასტურდა. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბაღი დაიხურა და მას დეზინფექცია ჩაუტარდება. გარდა ამისა, covid-19 -ის დადასტურებული შემთხვევების გამო არ მუშაობს კიდევ 6 საბავშვო ბაღი. დანარჩენი ბაღები, როგორც ლია კოვზიაშვილი აცხადებს, მუშაობას ჯერჯერობით ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.

“დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ რეხაში, საბავშვო ბაღის დამლაგებელს, რის გამოც ბაღი დროებით დაიხურა. გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების უმრავლესობა ფუნქციონირებს. ჯამში ამ დროისთვის 7 საბავშვო ბაღია დახურული”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” ლია კოვზიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები