გორელი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე თემურ ბერუაშვილი, ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 23 წლამდელებს შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ბერუაშვილმა ჯერ იტალიელი ჯაკოპო მაზოტის 11:0 დაამარცხა. შემდეგ კი თურქი ისა დემირს 13:5 მოუგო.
გორელი სპორტსმენი ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ ვალიევთან დამარცხდა, ბრინჯაოს მედლისთვის კი ფინალში მოლდოველ ვასილე დიაკონის სძლია.
დატოვეთ კომენტარი