ახალი ამბები

თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა თბილისში გამართულ ტურნირზე 17 მედალი მოიპოვეს

გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა თბილისში გამართულ ამირან მაისურაძის და შოთა კიკაბიძის ტურნირზე ჭაბუკთა შორის, თავისუფალ ჭიდაობაში 17 მედალი მოიპოვეს.

სხირელის სკოლის აღზრდილებმა 8 პირველი, 4 მეორე და 5 მესამე ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ:

თეიმურაზ თუთარაშვილი (35კგ),

გიორგი მაისურაძე (42კგ),

ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (45კგ),

გიორგი რომელაშვილი (48კგ),

ლაშა გოგაძე (51კგ),

ზურა აბალაკი (55კგ),

გოგა ოთინაშვილი (65კგ),

ზურა რომელაშვილი (110კგ).

მეორე ადგილზე გავიდნენ:

ზურა დოთიაშვილი (35კგ);

გიორგი წურიაშვილი (38კგ);

დათა პაპუკიშვილი (45კგ);

დავით ჭეჭელაშვილი (65კგ).

მესამე ადგილი დაიკავეს:

გიორგი კოპაძემ (38კგ);

ზურა კეკელაშვილმა (51კგ);

საბა ღამბაშიძემ (55კგ);

ნიკოლოზ მაისურაძემ (71კგ);

თენგიზ ლომიძემ (80კგ).

ტურნირი 5-7 ნოემბერს ჩატარდა.

დატოვეთ კომენტარი