ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 20 სტიქიური ნაგავსაყრელი გაუქმდა 

2021 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელში გაიწმინდა და გაუქმდა სტიქიური ნაგავსაყრელები.

კეთილმოწყობის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 20 ადგილას ჩატარდა სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები. 

“გაწმენდილი და ლიკვიდირებული იქნა, გორში და მუნიციპალიტეტის სოფლებში, მერიიდან შემოსული წერილების და ჩვენი სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის მიერ დაფიქსირებული სტიქიური ნაგავსაყრელები (ჯამში – 20 ლოკაცია)”, – ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგინა. 

ამავე სააგენტოს ცნობით, 2021 წელს გორიდან და მუნიციპალიტეტის სოფლებიდან გატანილია დაახლოებით 36 000 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი და დაგვილი მასა.

დატოვეთ კომენტარი