ახალი ამბები

გორის ხელოვნების სახლში თავისუფალი უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის სტუდენტების გამოფენა მოეწყობა

გორის ხელოვნების სახლში თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტების გამოფენა მოეწყობა.

ხელოვნების სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენა 6 ნოემბერს 17:00 საათზე გაიხსნება.

თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა გეპატიჟებათ სტუდენტების ჯგუფურ გამოფენაზე გორის ხელოვნების სახლის საგამოფენო სივრცეში. გამოფენაზე წარმოდგენილია მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტების ფერწერული და ვიდეო ხელოვნების ნამუშევრები”, – წერს ადმინისტრაცია

სტუდენტების ნამუშევრები გორის ხელოვნების სახლში 7 – დან 20 ნოემბრამდე იქნება გამოფენილი, მსურველებს დათვალიერება 13:00 საათიდან 19:00 საათამდე შეეძლებათ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.