ახალი ამბები

Covid-19-ის შემთხვევის გამო, ერისთავის თეატრში სპექტაკლები გადაიდო  

გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში 5 ნოემბერს დაგეგმილი სპექტაკლი “ვაჟიშვილი” აღარ გაიმართება.

თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთ მსახიობს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც განრიგიდან მოიხსნა 31 ოქტომბერს და 5 ნოემბერს ჩანიშნული სპექტაკლები.

“ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ სალაროში ან გადაცვალოთ სხვა სპექტაკლის ბილეთში! თეატრი აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას”, – ნათქვამია თეატრის მიერ გავრცებულ ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, თეატრმა 117-ე სეზონი 29 ოქტომბერს სპექტაკლით “შეცვალე”  გახსნა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.