ახალი ამბები

მანეკენებიანი ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელში გორი ეწერა, ყალბი აღმოჩნდა

Სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც მაღაზიის ვიტრინების წინ  ჩამოკიდებული მანეკენებია გამოსახული, აღწერის მიხედვით, ფოტო გორშია გადაღებული. ფოტო გამოქვეყნდა ფეისბუქ ჯგუფებში 1.000.000 ქართველი, ახალი ენერგია, ასევე ფეისბუქ გვერდებზე – გადარეული გურული და მსოფლიო სიხალეები.

"

გავრცელებულ სიყალბეზე ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” მოამზადა. ორგანიზაციის განმარტებით, მანეკენების ამსახველი ფოტო არა გორში არამედ იემენის ქალაქ ელ-ბეიდაში 2020 წლის თებერვალშია გადაღებული. 

ამ დროისთვის ინტერნეტში ფოტოს ყველაზე ადრეული ვერსია 2020 წლის 9 თებერვალით თარიღდება. ფოტო მისი გადაღების ადგილის მითითების გარეშე სოციალურ ქსელ Reddit-ზე იყო გამოქვეყნებული.

ადგილობრივი იემენური გამოცემა Alshahed News-ის 2020 წლის 28 თებერვლის მასალის მიხედვით, ფოტო იემენის ქალაქ ელ-ბეიდაშია გადაღებული, ის სიკვდილით დასჯის სცენის შთაბეჭდილებას ტოვებს და ინტერნეტში სახალისო გამოხმაურებები მოჰყვა.

ფოტო სოციალურ ქსელში ძირითადად სახალისო აღწერებით სხვადასხვა უცხოენოვანი გვერდების მიერ ვრცელდებოდა. “მითების დეტექტორის” განმარტებით, ფოტოზე არაბულ წარწერებიანი ბანერიც ჩანს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.