ახალი ამბები

გორელი ფეხბურთელის გოლმა საქართველოს ნაკრებს მალტასთან გამარჯვება მოუტანა

გორელი ფეხბურთელის გოლმა საქართველოს ნაკრებს მალტასთან გამარჯვება მოუტანა.

საქართველოს 19 წლამდე გოგონათა ნაკრებმა, გორელი ფეხბურთელის ეთერ სულაშვილის ერთადერთი გოლით, მალტის ნაკრები დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელშიც საქართველოს ნაკრები B ლიგაშია, ქვეჯგუფში საქართველოსთან ერთად რუმინეთი, ისრაელი და მალტა თამაშობდნენ. მატჩები მალტაში გაიმართა.

აქამდე, ქართველი გოგონები ისრაელს დაუზავდნენ 1:1 და იქაც ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრებიდან ეთერ სულაშვილმა გაიტანა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.