გიორგი ერისთავის გორის დრამატური თეატრი 177 – ე სეზონს სპექტაკლით “შეცვალე” ხსნის.
სამხატვრო ხელმძღვანელის დავით ჩხარტიშვილის თქმით, ახალი სეზონი გასული წლის სამი მნიშვნელოვანი სპექტაკლით გაიხსნება.
“ვხსნით ახალ სეზონს, იმ სპექტაკლებით, რომლებმაც გასულ სეზონზე ყველაზე დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ეს არის “ვაჟიშვილი”, “სტრიპტიზი” და “შეცვალე”. პრემიერებს მაყურებელი ნოემბრის ბოლოს უნდა ელოდოს, თუ რა თქმა უნდა პანდემიამ ხელი არ შეგვიშალა. თეატრში მსახიობები უკვე ვაქცინირებულები არიან, სპექტაკლები გაგრძელდება კოვიდრეგულაციების დაცვით”, – ამბობს ჩხარტიშვილი
სპექტაკლი 29 ოქტომბერს 19:00 საათზე დიდ სცენაზე გაიმართება.
დატოვეთ კომენტარი