ახალი ამბები

დევნილი ოჯახები საკუთრებაში გადაცემულ ნაკვეთებზე სათბურებს აწყობენ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო.

შესრულებული სამუშაოები სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ მოინახულეს. სათბურები გორის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში, ტირძნისში, ნიქოზსა და ზემო ხვითშია მოწყობილი. სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამის მთავარ მიზანს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და დევნილი ოჯახებისთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

“შიდა ქართლის რეგიონში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის მოწყობილი რამდენიმე სასათბურე მეურნეობა დავათვალიერეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილები პროდუქტის რეალიზაციას თავადვე ეწევიან, რაც ხელს უწყობს მათი შემოსავლის ზრდას“, – აღნიშნა ბესარიონ სიმონიშვილმა.

ინფორმაციისთვის, დევნილთა სააგენტო სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები