გურჯანში 12-13 წლის მოზარდებს შორის ტურნირი გაიმართა, სადაც გორელებმაც იასპარეზეს. ახალგაზრდების მონაწილეობით გამართულ შეჯიბრებაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი გორელებს ერგოთ.
პირველი ადგილი დაიკავეს 38 კგწონით კატეგორიაში – ზურაბ გოგაძემ და 73 კგ წონით კატეგორიაში გიორგი დურგლიშვილმა. მეორე ადგილი – გიგი ქარელმა და ბაქარ გოგაძემ 60 და 34 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოიპოვეს.
ხოლო მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ: გიორგი ბერაძე (42 კგ), გუჯა ბერუაშვილი და იოანე აბალაკი მძიმე წონაში.
“მასწავლებლებმა მართლაც დიდი შრომა ჩადეს, იმისთვის, რომ წარმატება მოგვეპოვებინა. ეს გამარჯვება დიდ სტიმულს გვაძლევს, მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქალაქის გამოსაჩენად. ვპირდებით მოსახლეობას და მასწავლებელს, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ და ყოველთვის ვასახელებ გორს და გორელებს”, – აღნიშნა ზურაბ გოგაძემ.