ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღში გათბობის ქვაბებს შენობის გარეთ გამოიტანენ 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საბავშვო ბაღებში, ცენტრალური გათბობის საქვაბეების შენობებს გარეთ გამოტანის სამუშაოს საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა. 

“საპროექტო მომსახურება ითვალისწინებს, გორის მუნიციპალიტეტის 14 (თოთხმეტი) საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობის საქვაბეების შენობებს გარეთ გამოტანის სამუშაოს, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას”, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

საინჟინრო-საპროექტო მომსხურების შესასყიდად მერიამ 15 000 ლარი გაითვალისწინა. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საბაბშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაგიანებით განახლდა, მიზეზად გათბობასთან დაკავშირებული პრობლემები დასახელდა.  

დატოვეთ კომენტარი