ახალი ამბები

კეთილმოწყობის სააგენტო თანამშრომლებს ზამთრის სპეცტანსაცმელს შეუძენს

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო თანამშრომლებს სამუშაო ტანსაცმელს შეუძენს.

სააგენტომ დათბილული ქურთუკის, შარვლის, საწვიმარი ლაბადისა და ფეხსაცმელების შესაძენად ტენდერები გამოაცხადა. 

სატენდერო კომისიამ კომპანია შპს დებსთაილი შეარჩია, რომელიც სამუშაო ტანსაცმლის მიწოდებისთვის 29 473  ლარს მიიღებს, რაც შეეხება ფეხსაცმელების შესყიდვას, ამ მომსახურებას სააგენტოს კომპანია “Made To Make” 9 685 ლარად გაუწევს. 

დათბილული ქურთუკი მოხსნადი მკლავებით – 17 ცალი;

დათბილული ქურთუკი – 262 ცალი; 

დათბილული შარვალი – 165 ცალი;

საწვიმარი ლაბადა – 135 ცალი;

ფეხსაცმელი ზამთრის სეზონის – 199 წყვილი;

რეზინის ჩექმა დათბილული – 70 წყვილი;

რეზინის ჩექმა – 6 წყვილი. 

საერთო ჯამში, კეთილმოწყობის სააგენტო თანამშრომლების სამუშაო ტანსაცმლის შესაძენად 39 158 ლარს დახარჯავს. 

დატოვეთ კომენტარი