ახალი ამბები

რესურსცენტრი: გორში 60 – ზე მეტი მოსწავლე კოვიდინფიცირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში 60 – ზე მეტი მოსწავლე და 15 – მდე  მასწავლებელი კოვიდინფიცირებულია, – ინფორმაციას რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმკოზაშვილი ავრცელებს.

ტერმაკოზაშვილის თქმით დაინფიცირებულებში ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

“60- ზე მეტი მოსწავლე და 15 მდე პედაგოგია დაინფიცირებული კოვიდით, არცერთი შემთხვევა მძიმე არ არის, თუმცა არავინ არ იცის მათგან თუ გავრცელდებოდა სკოლაში, ვინ როგორ გადაიტანდა. ამიტომ გადაწყვეტილებაა ასეთი, რომ წერტილოვნად უნდა დაიკეტოს ის კლასები სადაც ფიქსირდება ვირუსი”,- ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი

დატოვეთ კომენტარი