ახალი ამბები

ყელქცეულის სკოლაში მოჭადრაკე მერაბ ონიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა

ყელქცეულის საჯარო სკოლაში პირველთანრიგოსანი მოჭადრაკის მერაბ ონიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური სასკოლო ტურნირი ჩატარდა.

სკოლის დირექტორის მარინე ტაბატაძის თქმით, გამარჯვებულებს საჩუქრები და ელექტრონული სერტიფიკატები გადაეცათ.

“ტურნირზე 5 საუკეთესო მოჭადრაკე გამოვლინდა, ერთი პირველი ადგილი, ორი მეორე და ორიც მესამე ადგილი, რომლებსაც თასი მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ”, – ამბობს ტაბატაძე

მოსწავლეები, რომლებმაც ტურნირზე საპრიზო ადგილი დაიკავეს:

პირველი ადგილი – დანიელ გამგებელი;

მეორე ადგილი – თამარ წეველიძე,შოთა ბერიზაშვილი;

მესამე ადგილი – მედეა ხითარიშვილი, ნიკოლოზ წეველიძ.

დატოვეთ კომენტარი