ახალი ამბები

კოვიდინფიცირებული 86 პაციენტიდან არცერთი არ არის სრულად ვაქცინირებული – “გორმედი”

გორში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა 86-ია. ისინი”გორმედში” გადიან მკურნალობას. მათ შორის 5 კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია გადაყვანილი. “გორმედის” ქსელის კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის ინფორმაციით, პაციენტებს შორის არცერთი სრულდ ვაქცინირებული არ არის.

“შემოყვანილი პაციენტებიდან უმრავლესობა არ არის ვაქცინირებული, ზოგიერთი მხოლოდ ერთჯერადად არის აცრილი. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ რთული კონტიგენტი შემოდის, ვიდრე წინა ტალღის დროს. საწოლ ფონდს რაც შეეხება, რეანიმაციაში თავისუფალი ადგილები თითქმის აღარ გვაქვს, საწოლები გვაქვს თერაპიულ განყოფილებაში. ამ მხრივ კრიზისი ჯერჯერობით არ შეგვქმნია. კოვიდინფიცირებულები, რომლებიც ჩვენთან გადიან მკურნალობას ძირითადად 60 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, სწორედ რისკ ჯგუფებს მინდა ვაქცინაციისკენ მოვუწოდო, რადგან, ბოლო პერიოდში მომართვიანობა აცრასთან დაკავშირებით საკმაოდ შემცირებულია”, – აღნიშნა ხათუნა შრუბმა.

დატოვეთ კომენტარი