ახალი ამბები

გორში ეროვნული ლიგის მატჩებზე გულშემატკივართა 33% დაიშვება

გორში ეროვნული ლიგის მატჩებზე, გულშემატკივართა 33% დაიშვება.

მატჩზე დასწრება კოვიდრეგულაციების დაცვით მოხდება.

“საბჭოს გადაწყვეტილებით აუცილებელი მოთხოვნებია, ვაქცინის სრული დოზა ან უახლოესი 6 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის დამადსტურებელი საბუთი. 72 საათით ადრე პისიარ ტესტი ან ანტიგენ ტესტი. ოთხიდან მინიმუმ ერთი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში გულშემატკივარი შეძლებს მატჩზე დასწრებას”, – ინფორმაციას გორის “დილას” ადმინისტრაცია ავრცელებს.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული.

დატოვეთ კომენტარი