5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქი ბაქო, ძიუდოს გრანდ სლემს უმასპინძლებს. გორიდან ჩემპიონატზე 3 სპორტსმენი იასპარეზებს.
ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ ტატამზე, ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი პირველად გავლენ.
სპორტსმენები რომლებიც ბაქოს გრანდ სლემზე იასპარეზებენ:
ვაჟა მარგველაშვილი – 66კგ;
ლაშა შავდათუაშვილი -73კგ;
ბექა ღვინიაშვილი -90კგ.
ტურნირზე საქართველოს ნაკრების 11 ძიუდოისტით იასპარეზებს.
დატოვეთ კომენტარი