ახალი ამბები

covid-19-ით ინფიცირების გამო გორის მუნიციპალიტეტში 4 ბაღი და 11 ჯგუფი დაიკეტა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, გორის მუნიციპალიტეტში დროებით მუშაობა შეწყვიტა 4-მა საბავშვო ბაღმა, მათ შორის ქალაქის მე-5 და მე-9 საბავშვო ბაღებმა. იგივე მიზეზით დაიკეტა სკოლამდელი აღზდრის დაწესებულებები ქიწნისსა და ძევერაში. გარდა ამისა, ინფიცირების გამო აღსაზრდელთა 11 ჯგუფია დახურული სხვადასხვა ბაღში. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ინფიცირებულთა მაჩვენებელი საბავშვო ბაღების თანამშრომლებში დაბალია, რის გამოც ცალკეულ შემთხვევებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის შეჩერება უწევთ.

“მივმართავ ჩვენს თანამშრომლებსაც და მშობლებსაც, ჩვენი აუცრელობით და გაუფრთხილებლობით ვარღვევთ ჩვენი ბავშვების უფლებებს. მათ უფლება აქვთ, რომ ბაღის მომსახურება მიიღონ, რაშიც ხელს უფროსები უშლიან. ჩემი რეკომენდაცია და თხოვნაა, რომ აიცრან პედაგოგებიც და მშობლებიც. ჩვენი ვაქცინაციით მეტად დავიცავთ ბავშვებს. ეს უნდა გაითვალისწინონ”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” ლია კოვზიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.