ახალი ამბები

ხელთუბანში მუსიკალური პროექტის ფარგლებში ღონისძიება გაიმართება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ღონისძიება 22 ოქტომბერს 18:00 საათზე გაიმართება. 

პროექტს საქართველოს 6 ქალაქში კომპანია TG Sound & Graphics ახორციელებს. 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ზაზა მარჯანიშვილი, მაია ბარათაშვილი, ჯგუფი “ნალი”, ჯგუფი “უინდშილდი”, ჯორჯ მელი, გიორგი სამსონაძე, გიორგი რაქვიაშვილი.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

დატოვეთ კომენტარი