ახალი ამბები

გორის თეატრისთვის სამეფო უბნის თეატრის დრამატურგი პიესას დაწერს

გიორგი ერისთავის სახელობის,გორის თეატრისთვის სამეფო უბნის თეატრის დრამატურგი, დავით გაბუნია პიესას დაწერს.

ზაფხულში ერისთავის თეატრმა ჩაატარა გამოკითხვა “შეუკვეთე შენი სპექტაკლი”, კონკურსში გაიმარჯვა თანამედროვე დრამატურგიამ და თემამ “სოციალური პრობლემები და პასუხისმგებლობები”

“გვინდა გაცნობოთ ამ თემაზე,სპეციალურად ერისთავის თეატრისთვის ,მწერალი,მთარგმნელი და სამეფო უბნის თეატრის დრამატურგი დავით გაბუნია დაწერს პიესას. წარმატებებს ვუსურვებთ ამ მნიშვნელოვან პროექტში მას და ჩვენ თეატრს”, – აცხადებს თეატრის ადმინისტრაცია

პრემიერა 2022 წლის სეზონზე იგეგმება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.