ახალი ამბები

ხურვალეთში, covid-19-ისა და ვაქცინაციის თემაზე, დევნილთა შეკითხვებს უპასუხეს

ქალთა გაძლიერება, დევნილი თმების მედეგობის ხელშეწყობა, ეფექტური და დროული რეაგირება პანდემიის შემდგომ გამოწვევებზე, ეს არის პროექტის მიზანი, რომელიც დევნილი ქალებისთვის ასოციაციამ “თანხმობა” დაიწყო. პირველი შეხვედრა ხურვალეთის დევნილთა დასახლების მაცხოვრებლებთან ჩატარდა, რომლებსაც სადეზინფექციო საშუალებები და საინფორმაციო ბროშურები გადასცეს ვირუსის პრევენციის გზების შესახებ. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ვირუსის გავრცელების პრევენციასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და პასუხები მიეღოთ სამედიცინო სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლებისგან. შეხვედრას 25 ადამიანი დაესწრო, რომელთა ძირითადად ნაწილს 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები შეადგენდნენ.

პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, Covid-19 ვაქცინაციასთან და პრევენციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობა. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მოხდება დევნილთა დასახლებებში შეხვედრების ორგანიზება და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება ვირუსის გავრცელების ხელშემშლელ გარემოებებზე, თავდაცვის მექანიზმებზე, ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, -აღნიშნავენ ორგანიზატორები.

პროექტში მონაწილეობას ჯამში 100-ზე მეტი დევნილი ქალი მიიღებს. 15 დეკემბრამდე, UNDP ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, დევნილთა 8 დასახლებაში შემდეგი აქტივობები განხორციელდება.

• შეხვედრები ქალ პოლიტიკოსებთან

• მობილური სამედიცინო ჯგუფის ვიზიტები

• სტრესის მართვის ტრენინგები

• შეხვედრები ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხზე

• შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.