ახალი ამბები

გენო პეტრიაშვილსა და ლაშა შავდათუაშვილს უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვა სურთ

ლაშა შავდათუაშვილმა და გენო პეტრიაშვილმა უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ჩარიცხვის სურვილი გამოთქვეს. სპორტის უნივერსიტეტის რექტორის, გურამ ძაგანიას ინფორმაციით, ამის შესახებ განათლების სამინისტროს მთავრობის №460-ე დადგენილების საფუძველზე მიმართეს.

“მთავრობის აღნიშნული დადგენილება საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ეროვნული ნაკრების გუნდის იმ წევრების უგამოცდოდ ჩარიცხვას გულისხმობს, რომლებიც ოლიმპიურ თამაშებში ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსნები გახდებიან ან მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებში პირველ ადგილს მოიპოვებენ. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 15 სექტემბრიდან შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სპორტსმენები უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩარიცხვის პრივილეგიით შემდეგი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ,” – აღნიშნა გურამ ძაგანიამ.

ინფორმაციისთვის, სპორტის უნივერსიტეტმა განათლების სამინიტროს გორელების გარდა, კიდევ 3 სპორტსმენის უგამოცდოდ ჩარიცხვასთან დაკავშირებითაც მიმართა და ამ დროისთვის უწყებისგან პასუხს ელოდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.