ახალი ამბები

წასაღები არაფერი მაქვს – თავზარაშვილი მერის კაბინეტს თვის ბოლოსთვის დატოვებს

გორის ახლადარჩეული მერი საქმიანობას სავარაუდოდ ნოემბრის თვიდან შეუდგება. არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების თარიღი საჩივრების განხილვის პერიოდზეა დამოკიდებული, თუმცა როგორც მოქმედი მერი ვარაუდობს შესაბამისი პროცედურები 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ლადო ხინჩეგაშვილს წინამორბედი სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს უტოვებს, რომლის ფინანსური უზრუნველყოფაც თავზარაშვილს ახალი მერის მხრიდან, ერთ-ერთ საწყის ნაბიჯად მიაჩნია.

“მოვალეობის შესრულებას გავაგრძელებ იქამდე, ვიდრე არჩევნებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვა არ დასრულდება. გორის საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ საბოლოო შედეგების გასაჯაროებიდან 11 დღის ვადაში ძალაუფლება უკვე ახალ მერს გადაეცემა. ჩემი გათვლებით, თუ არ გაგრძელდა გასაჩივრევბები, ეს ყველაფერი 25 ოქტომბრამდე გასტანს. უფლებამოსილება შევა ძალაში და ახალი მერი დაიკავებს ადგილს. ძალიან ბევრ გამზადებულ ინფრასტრუუქუტურულ პროექტს ვტოვებ და მათი ფულით დატვირთვაა საჭირო, იმედი მაქვს სათანადოდ მიხედვას ამ ყველაფერს ლადო ხინჩეგაშვილი,” – უთხრა რადიო “მოზაიკას” კონსტანტინე თავზარაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი