ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში შეშით სავსე მანქანა ზედამხედველობის სამსახურმა დალუქა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლოზში შეშით სავსე მანქანა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა დალუქა. სამსახურის ცნობით, შეშის მფლობელმა ხეები უკანონოდ მოჭრა.

“ოლოზში, შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე, 7 მ3 სხვადასხვა სახეობის საშეშე მერქანი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია. შედგა შესაბამისი ოქმი და ავტომანქანა დაილუქა” , – აცხადებენ დეპარტამენტში.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანების შედეგად მიღებული დებულების მიხედვით, პირი, რომელიც უკანონოთ მოჭრის ხეებს, ვალდებულიზ სრულად აანაზღაუროს ტყის კანონმდებლობის დარღვევის შედეგად ტყის ფონდისათვის მიყენებული ზიანი.

დატოვეთ კომენტარი