ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტში სკოლის 4 მოსწავლეა კორონავირუსით ინფიცირებული

გორის მუნიციპალიტეტში სკოლის 4 მოსწავლეა კორონავირუსით ინფიცირებული. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ცნობით, სკოლები განაგრძობენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ მხოლოდ ის კლასები, სადაც მოსწავლეებს ვირუსი დაუდასტურდათ.

“გორის მე-7 სკოლაში ერთი მოსწავლეა ინფიცირებული და მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში- 3. სამივე მათგანი ერთი ოჯახის ბავშვები არიან” , – განმარტავს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.

როგორც ცნობილია, მოსწავლეებს ვირუსი გეგმური ტესტირებისას დაუდასტურდათ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.