ახალი ამბები

ერისთავის თეატრსა და ნიკოლაევის საერთაშორისო ფესტივალს შორის მემორანდუმი გაფორმდა

გიორგი ერისთავის სახელობის გორის თეატრსა და  ნიკოლაევის საერთაშორისო ფესტივალს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით ჩხარტიშვილის თქმით, მემორანდუმი ორი თეატრის საერთო შემოქმედებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმი ითვალისწინებს პროგრამების, სპექტაკლების, მსახიობების, გაცვლას, ერთობლივ გასტროლს და ასე შემდეგ. ეს გასტროლი იყო დიდი წარმატება, ასე გვაფასებენ მოწვეული და ადგილობრივი პროდიუსერები, თეატრმცოდნეები. მივიღეთ მოწვევა სხვადასხვა ფესტივალებიდან, პირველი მოლაპარაკება დაიწყო კიევთან და ლიტვასთან. შესაძლოა შემდგომში ბულგარელებთან და მოლდოველებთანაც გაფორმდეს მემორანდუმი, – ამბობს ჩხარტიშვილი

ინფორმაციისთვის, გორის თეატრი ნიკოლაევის მეთორმეტე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე, 2 ოქტომბერს სპექტაკლით „შეცვალე“ წარსდგა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.