ახალი ამბები

გორელი წარჩინებული მოსწავლეები მედლებს 3 წლის დაგვიანებით მიიღებენ

გორელი წარჩინებული მოსწავლეები მედლებს 3 წლის დაგვიანებით მიიღებენ, – ამის შესახებ რადიო “მოზაიკასთან” საუბარში გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილმა ისაუბრა.

ტერმაკოზაშვილის თქმით, წარჩინებული მოსწავლეებისთვის მედლები 3 წლის განმავლობაში არ გადაუციათ.

“ამ წუთას ადგილზე გვაქვს 2017-2018 წლის კურსდამთავრებულთა მედლები, რომელსაც გავცემთ უახლოეს დღეებში. ახლა ველოდებით 2018-19-20 წლის მედლებს. შესყიდვას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს და უხარისხო იყო თუ ჩაუვარდათ ტენდერი ზუსტად არ ვიცი. ამ ეტაპზე ერთი წლის კურსდამთავრებულთა მედლები ადგილზე გვაქვ და მომდევნო კვირაში ვაპირებთ გაცემას. მუნიციპალიტეტის  მასშტაბით, ყოველწლიურად, მედლის კანდიდატი 200-250 მდე მოსწავლეა”, – თქვა ნანა ტერმაკოზაშვილმა

დატოვეთ კომენტარი