ახალი ამბები

ხურვალეთში, საარჩევნო უბანზე პოლიცია ალკოტესტის ჩასატარებლად მივიდა 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს. 

ენმ-ს ინფორმაციით, პოლიცია დამკვირვებელმა გამოიძახა, რადგან კომისიის წევრებმა საარჩევნო უბანზე ალკოჰოლი მიიღეს. 

სამართალდამცავებმა კომისიის წევრებს ალკოტესტი ჩაუტარეს და შედეგებს ელოდებიან. 

დატოვეთ კომენტარი