ახალი ამბები

გორის უნივერსიტეტს ბიბლიოთეკის ახალი შენობა ექნება

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ბიბლიოთეკის ახალი შენობა ექნება,რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გორის უნივერსიტეტში ვიზიტის დროს გააჟღერა.

“გორის უნივერსიტეტს მალე ბიბლიოთეკის ახალი შენობის ექნება, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.სტუდენტებს სწავლისათვის კომფორტულ პირობებს შეუქმნის. ახალ შენობაში განთავსდება ახალგაზრდული ცენტრი, სადაც სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო შინაარსის ღონისძიება ჩატარდება და სტუდენტურ ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს”, – აღნიშნა ჩხენკელმა

ინფორმაციითვის, ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნა, რომელიც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს და რეგიონის საჭიროებებს მოემსახურება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.